Голос

ხმის ვიბრაცია სამყაროს ერთ–ერთი საოცრებაა!

დაფიქრებულხართ ოდესმე რა ძალა აქვს ხმას?

უმრავლესობა – არა! არადა, ხმა გარდა იმისა, რომ ენერგეტიკული ცენტრის მამოძრავებელი ძალაა, კომუნიკაციისა და შემოქმედების მთავარი საშუალება, მას უშუალო კავშირი აქვს ადამიანის სექსუალობასთან და მოწინააღმდეგე სქესში ინტერესის და ლტოლვის გაღვიძების უშუალო მაპროვოცირებელი ფაქტორია.

იგი ნებისმიერი პიროვნების სავიზიტო ბარათია, სწორედ ამიტომ უკანასკნელ ხანს სულ უფრო მეტი და მეტი ახალგაზრდა ცდილობს იგი ისეთივე მიმზიდველი გახადოს, როგორც გარეგნობა.

ხმა ყურადღებას საჭიროებს, თუ:

  1. ხშირად გთხოვენ გაიმეოროთ, რაც უკვე თქვით.
  2. ამჩნევთ, საუბრისას მოსაუბრეს ხშირად გადააქვს ყურადღება სხვა საგნებზე.
  3. ვერ ახერხებთ საქმიანი შეხვედრების წარმატებით წარმართვას, მაშინაც კი, თუ რეალური ხელისშემშლელი ფაქტორი, პრაქტიკულად არ არსებობს.
  4. არასდროს მიგიღიათ შექება ლამაზად წარმოთქმული სიტყვებისთვის.

მოსაუბრე ტრანსი

არსებობენ ადამიანები, რომელთა საუბარიც იავნანასავით ჩაგესმის და დაძინების დაუძლეველ სურვილს ბადებს. ასეთებს ტრანს–მოსაუბრენი ჰქვიათ, მათ ხმას ადამიანის ტრანსში გადაყვანა შეუძლია.

მნიშვნელობა არ აქვს რა თემაზე საუბრობ, მთავარი ხმის დამახასიათებელი ვიბრაციაა, რომლის სიხშირეც ადამიანის თავის ტვინის აქტივობის სიხშირეს ემთხვევა, ამასთან ისეთისას, რომელიც ადუნებს ნებისყოფას, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარს, სამაგიეროდ აძლიერებს მხედველობით გამოსახულებას და მეხსიერებას.

ტრანს– მოსაუბრესთან ტვინი გაცილებთ მცირე ინფორმაციას იღებს გრძნობის ორგანოებიდან და ავტომატურად გაცილებით დიდ ყურადღებას შინაგან შეგრძნებებს უთმობს.

ტრანს–ხმა იძულებითი ძალაა, რომელიც მართავს ადამიანის ტვინის აქტივობას და ცნობიერებას ცვლის.

ტრანსული საუბრის მახასიათებლებია: მონოტონურობა, რითმულობა, პაუზები, დაბალი ხმა, შენელებული ტემპი და ხმის ბუნებრივზე დაბალი ტემბრი.


ქარიზმას მეტყველება ბადებს

ღვთიური უნარი, კეთილშობილება, ზებუნებრიობა – ასე ითარგმნება ბერძნულიდან „ქარიზმა“ – თვისება, რომელიც გარშემომყოფებში ადამიანისადმი ნებაყოფლობით მორჩილებას და მის შესაძლებლობებისადმი უსიტყვო რწმენას ბადებს.

ქარიზმატულ ლიდერს მის მომხრეთა ყველა წარმატება მიეწერება, აშკარა მარცხიც კი მის სახელს კიდევ უფრო მეტად განადიდებს: მისი გაქცევა – თავის გადარჩენად აღიქმება, ნებისმიერი დანაკარგი – გარდაუვალ მსხვერპლად, აბსურდული მტკიცებანი – ბოლომდე ჩაუწვდომელი სიბრძნედ. მისი წარუმატებლობა ყოველთვის სხვების ან წინააღმდეგ მოქმედ გარემოებებს ბრალდება.

ქარიზმატული ლიდერის უნარი რელიგიურ ან პოლიტიკურ არენაზე მანიფესტირდება, მისთვის ტიპურია განმათავისუფლებლის ფუნქცია.

ქარიზმატული ინდივიდი დანარჩენებისგან, პირველ ყოვლისა, დამახასიათებელი: წვნიანი, ემოციური, გემრიელი და მსუყე მეტყველებით გამოირჩევა. მას შეუძლია უდიდესი რწმენით წარმოთქვას ის, რაც ბოლომდე თავადაც არ სჯერა. შთამბეჭდავი ხმა, ძლიერი ემოციური ფონი, ჟესტიკულაციისა და მიმიკის ხელოვნების ფლობა, აი, რა ქმნის ქარიზმას, ფენომენს, რომელიც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ბოლომდე გაშიფრულია და ამაში ზებუნებრივს ვერაფერს ხედავენ...