კონსულტაციის გარეშე რთულია კვალიფიციური რჩევის მიცემა, თუმცა, ამ ეტაპზე შეგვიძლია გირჩიოთ: 1. ესაუბრეთ ბავშვს მხოლოდ ერთ ენაზე, აარჩიეთ ოჯახში ერთი ენა, შეთანხმდით და მასთან კომუნიკაცია ამ ენაზე აწარმოეთ. სასურველია ეს იყოს ინგლისური, რამდენადაც იგი ინგლისურენოვან გარემოში იზრდება. 2. ნუ მოთხოვთ დაჟინებით რაიმეს თქმას, თავად გაუხმოვანეთ ყველაფერი, აჩვენეთ საგნები, მოახდინეთ ფრინველებისა და ცხოველების ხმების იმიტირება. 3. ეცადეთ დიდი დრო ატაროს თანატოლებთან. 4 შეზღუდეთ მისი კომუნიკაცია კომპიუტერთულ და სატელეფონო თამაშებთან, აპლიკაციებთან. ანიმაციური ფილმების ყურების რეგლამენტია დღეში 40 წუთი, ისიც ფრაქციულად - 14-10 15 წუთი. საქართველოში მოხვედრის შემთხვევაში, სასურველია, თუ კიდევ ერთხელ გაივლით კონსულტაციას ნეიროფსიქოლოგთან.