“ლოგომედი” _ მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრი”, მეტყველების დარღვევებზე სპეციალიზებული პირველი და ჯერჯერობით, ერთადერთი ცენტრია რეგიონში, რომელიც მეტყველების კორექციის კაბინეტის _ “ლოგომედის” ბაზაზე შეიქმნა. ცენტრის გახსნისას “ლოგომედი” მოიაზრებოდა, როგორც ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა კომპლექსური მკურნალობა, როგორც სამედიცინო, ისე პედაგოგიური მეთოდების გამოყენებით, თუმცა, გახსნიდან სულ რამდენიმე თვეში ჩვენ პაციენტთა 90% უკვე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებმა შეადგინეს, რამაც მნიშვნელოვნად და პრინციპულად შეცვალა ცენტრის მუშაობის სტრუქტურა, სტრატეგია და მიმართულებანი.
აუცილებელი გახადა მანამდე არსებული მეტყველების თერაპიის მეთოდთა გადახედვა და მათი კონკრეტულ დარღვევების მქონე კონტიგენტზე მორგება.
“ლოგომედის” კონტიგენტს წარმოადგენენ ისეთი დაღვევების მქონე ბავშვები, როგორიცაა:
მნიშვნელოვანი წილი მოდის:
ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად მიიჩნევა ლოგონევროზის, ენის ბირძიკის მკურნალობის კომპლექსური მეთოდი, რომლის დიდი ნაწილიც უშუალოდ ჩვენი შექმნილია. ცენტრის კონტიგენტში მინიმალურია ე.წ. ტიპური ლოგოპედიური დარღვევების მქონე ბავშვების წილი, მართლმეტყველების დარღვევები, დისლალია _ როცა პატარები ვერ ამბობენ ამა თუ იმ ბგერას, ან ამბობენ გარკვეული დამახინჯებით.
შეზღუდული უნარის მქონე ბავშვებთან მუშაობის დაწყებისას აუცილებელ პირობას წარმოადგენს მათი ქცევის რეგულირება, რადგან ამის გარეშე წარმოუდგენელია მეტყველების თერაპიის ხარისხიანად წარმართვა, უმეტყველობა აუტიზმის პირველი კლინიკური ნიშანია, ამიტომ ეს ბავშვები ჩვენთან ჯერ კიდევ მანამდე ხვდებიან, ვიდრე ისინი ქცევით თერაპიის კურსს გაივლიან, რაც დიდ სირთულეებს ქმნის მათთან მუშაობის პროცესში. როგორც ცნობილია, ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბევრი რამ მსოფლიოში უცნობია და ჯერ კიდევ კვლევის სტადიაზეა.
ჩვენ საკუთარი მიგნებებიც გაგვაჩნია ამ სფეროში და ნელ-ნელა ქართულ კომპიუტერული აპლიკაციების შექმნაშიც აქტიურად ვმონაწილეობთ, რაც ამ კატეგორიის ბავშვებთან მუშაობას საგრძნობლად აადვილებს.
2013 წლიდან ცენტრში მკურნალობა გაიარა 1500-მდე როგორც ბავშვმა, ისე მოზრდილმა ადამიანმა. ცენტრში მკურნალობას გადიან არა მხოლოდ ბავშვები, არამედ 40 წლამდე მოზრდილი პირებიც.
ჩვენი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დღეში 100-მდე პაციენტის მიღების საშუალებას იძლევა. პრობლემა მეტად მწვავე და აქტუალურია, რაც ცენტრის კიდევ უფრო გაფართოებისა და გაზრდის აუცილებლობისკენ გვიბიძგებს.