მეტყველება

დამაცადეთ!!!

  • 3 წლის ასაკში – ბავშვი გამართულად უნდა წარმოთქვამდეს: პ, მ, ბ, ვ, ფ, გ, ქ, კ–ს.
  • 4 წლის ასაკში – სისინა ბგერებს: ს, ზ, ც.
  • 5 წლის ასაკში – შიშინებს: შ, ჩ, ჟ, ჯ, წ. გამართულად უნდა ამბობდეს რ–სა და ლ–ს.

ბგერათა დამახინჯებული წარმოთქმა გარკვეულ ასაკამდე შეიძლება ფიზიოლოგიურ დისლალიად მივიჩნიოთ და ამ ეტაპზე დასახმარებლად არ მივმართოთ მეტყველების თერაპევტს, თუ პატარას ეს ბგერები ასაკის გათვალისწინებით აქვს, უბრალოდ ნაწილობრივად ამახინჯებს მათ. პატარა მათ, თავადვე გამოასწორებს.

მეტყველების თერაპევტთან ვიზიტი საჭიროა ნებისმიერ ასაკში, თუ პატარას რომელიმე ბგერა საერთოდ არ აქვს ან მათ წარმოთქვამს არტიკულაციის უხეში დარღვევით: ყელისმიერად, გვერდულად, ცხვირისმიერად, კბილთაშუა.

რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა ლაპარაკი და როდის არის ეს დაგვიანებული?

ეკა ჭავჭავაძე ექიმი, მეტყველების თერაპევტი გახლავთ. მეტყველების განვითარებისა და კორექციის კაბინეტის "ლოგომედის" ხელმძღვანელია - ეს მეტყველების დარღვევებზე სპეციალიზებული პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ცენტრია მთელ ამიერკავკასიაში. მეტყველებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პრობლემებზე ეკამ მეტად საინტერესო და ამომწურავი პასუხები გაგვცა.

- რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა ლაპარაკი და როდის ითვლება დაგვიანებულად პატარის ალაპარაკება?

- ლაპარაკს ასე ვიწყებთ:

  • 2-3 თვე: პატარა ღუღუნებს, წარმოთქვამს ბგერებს "ა", "ი", ზოგჯერ შესაძლებელია "გ"-ც.
  • 7-9 თვე: პატარა ტიტინებს, წარმოთქვამს ერთნაირ მარცვლებს: დე-დე, მა-მა, ბე-ბე, პა-პა, ბა-ბა, ბუ-ბუ, მუ-მუ.
  • 9-11 თვე: პატარა უკვე ცდილობს მოზრდილთა მიერ წარმოთქმული მარცვლებისა და სიტყვების გამეორებას.
  • 11-13 თვე: ჩნდება პირველი ორი იდენტური ან მსგავსი მარცვლებისგან შემდგარი გააზრებული სიტყვები: დედა, მამა, ბებო, პაპა, ბაბუ.
  • 2-3 წელი: პატარა იწყებს წინადადებებით საუბარს. ამ ასაკში ბავშვის ლექსიკური მარაგი უნდა შეადგენდეს 300-მდე სიტყვას.

 

ასეთია ბავშვის მეტყველების ნორმალური განვითარების ეტაპები. ნებისმიერ ეტაპზე გადახრა ნორმიდან საჭიროებს სპეციალისტის კონსულტაციას. ნუ დაუგდებთ ყურს ასეთი ტიპის რჩევა-დარიგებებს: "ჩემსასაც ასე ჰქონდა, მაგრამ მერე თავისით ალაპარაკდა", "მის მამასაც გვიან დაუწყია საუბარი და ესეც ასე დაიწყებს", "ბიჭები ზოგადად გვიან იწყებენ ლაპარაკს", "ილაპარაკებს, აბა რას იზამს, ჯანმრთელი ბავშვია, სხვა არანაირი დაზიანება არ აქვს".

- დაგვიანების შემთხვევაში რისი გაკეთება შეუძლია მშობელს, რომ ბავშვს დროულად ამეტყველებაში დაეხმაროს?

- როდესაც ამეტყველება გვიანდება, პატარა უნდა ვაჩვენოთ ნეიროფსიქოლოგს ან ფსიქიატრს, აუცილებელია დადგინდეს რითია გამოწვეული უმეტყველობა. დიაგნოზის დაზუსტების შემდგომ კი იწყება მეტყველების თერაპია. დამღუპველია 3 წლამდე ლოდინი, როგორი გენეტიკური მიზეზებიც არ უნდა იყოს ოჯახში. 2 წლის ასაკში უკვე უნდა დადგინდეს პრობლემის მიზეზი.

- როგორ უნდა მეტყველებდეს ბავშვი ამა თუUიმ ასაკში, როგორ უნდა მივხვდეთ როდისაა საჭირო ბავშვის მიყვანა მეტყველების თერაპევტთან და როდის შეიძლება მდგომარეობა ნორმად მივიჩნიოთ?

  • 3 წლის ასაკში - ბავშვი გამართულად უნდა წარმოთქვამდეს: პ, მ, ბ, ვ, ფ, გ, ქ, კ-ს.
  • 4 წლის ასაკში - სისინა ბგერებს: ს, ზ, ც.
  • 5 წლის ასაკში - შიშინებს: შ, ჩ, ჟ, ჯ, წ. გამართულად უნდა ამბობდეს რ-სა და ლ-ს.

ბგერათა დამახინჯებული წარმოთქმა შეიძლება ფიზიოლოგიურ პრობლემად მივიჩნიოთ გარკვეულ ასაკამდე - 4-4,5 წელი. თუ პატარა ამ ბგერებს ასაკის გათვალისწინებით უბრალოდ ნაწილობრივად ამახინჯებს, ამ ეტაპზე მეტყველების თერაპევტს დასახმარებლად არ მივმართოთ, ბავშვი მათ თავადვე გამოასწორებს.

მეტყველების თერაპევტთან ვიზიტი საჭიროა ნებისმიერ ასაკში, თუ პატარას რომელიმე ბგერა საერთოდ არ აქვს ან მათ წარმოთქვამს არტიკულაციის უხეში დარღვევით: ყელისმიერად, გვერდულად, ცხვირისმიერად, კბილთაშუა.

გაითვალისწინეთ: რაც უფრო ხანგრძლივია დეფექტი, მით უფრო რთულია მისი

გამოსწორება. წარმოიდგინეთ, ბავშვის მეტყველება თიხაა, ვიდრე ის რბილია მისთვის სწორი ფორმის მიცემა გაცილებით მარტივი და ადვილია! ნუ დაკარგავთ ძვირფას დროს!

დაუსვით კითხვა ექიმს