ცნობილი სახეები

ბევრმა არც კი იცის, რომ უინსტონ ჩერჩილს, რომლის მეტყველების ლეგენდარულ უნარზეც ბევრს საუბრობენ, იმდენად ძლიერი ენის ბორძიკი ჰქონდა, ჩვეულებრივი საუბარიც კი უჭირდა. ძლიერი შიში, ვერ გაეცა კითხვაზე სათანადო პასუხი მასში ბორძიკს იწვევდა. იგი საათობით ვარჯიშობდა წინასწარ დაწერილ ტექსტებზე და ყოველ მოსალოდნელ კითხვაზე პასუხებსაც წინასწარვე ამზადებდა. გულმოდგინებით ცდილობდა საუბრისას სიღრმისეულ ფიქრს, რამაც საბოლოოდ იგი გენიალურ ორატორად აქცია.

ყველა დროის საუკეთესო მჭერმეტყველი, ამავდროულად ერთ–ერთი ყველაზე განათლებული და ერუდირებული მსოფლიო ლიდერიც გახლდათ.

"მე ჩემი ნაკლი, ღირსებად ვაქციე!" – ამაყად განაცხადა უკვე ასაკოვანმა ბორძიკის თაობაზე, რითაც საუკეთესო მაგალითი მისცა ყველას, ვისაც საკუთარ მეტყველებაში დღემდე არ მოსწონს რაიმე.


მერლინ მონროს ენის ბორძიკი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწუხებდა. მსახიობს ენა ებმოდა როგორც ბავშვობაში, ასევე მოზარდობის პერიოდშიც. მისი უჩვეულო სუნთქვით გამორჩეული ცნობილი ხმა, სწორედ ამ პრობლემის გამოძახილი გახლდათ.

საუბრის დაწყებამდე სუნთვის კონტროლი მას მეტყველების სპეციალისტმა ასწავლა, რაც მომავალში დიდად დაეხმარა აზრის თავისუფლად ჩამოყალიბებაში.

მერლინს ამ პრობლემამ განსაკუთრებული სიმწვავით სიცოცხლის უკანასკნელ წლებში შეუტია. ბოლო ფილმის, გადაღებებისას მას ენის ბორძიკი ისეთი ხარისხით დაუბრუნდა, რომ ზოგჯერ ტექსტის გამართულად გადმოცემასაც კი ვერ ახერხებდა.

მიზეზი პირად ცხოვრებაში წარუმატებლობა და ანტიდეპრესანტების გაუმართლებელი მიღება იყო.

მოსწავლე ბრიუსს ძლიერ ებმოდა ენა. თეატრში სიარულისას შეამჩნია, დამახსოვრებული ტექსტის თქმისას ბორძიკი ქრებოდა. „ძალიან მიჭირდა საუბარი, წინადადების დამთავრებას რამდენიმე წუთს ვანდომებდი. წარმოიდგინეთ, რაოდენ რთულია, საკუთარი თავის წარმოჩენა გსურს, შენი მოსმენაც უნდათ, ეს კი შეუძლებელია, საშინელებაა! თუმცა, სპექტაკლში სხვა ადამიანის როლის თამაშისას ენის ბორძიკი ქრებოდა, რაც არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო. ასე თანდათანობით დავიწყე ჩემი პრობლემის მოგვარება. მანამდე თავი სერიოზული ფიზიკური ნაკლის მქონედ მიმაჩნდა, მე ხომ არ შემეძლო საუბარი. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ადამიანთან დღემდე მებმის ენა“.

იგი ღიად აფიქსირებს, რომ არ მოსწონს ინტერვიუს მიცემა, რადგან რეალური ხმით უნდა ისაუბროს.

მსახიობობის სურვილმა სკოლა ადრიანად დაატოვებინა. ნიუ ჯერსის კოლეჯის დრამის ფაკულტეტზე სწავლისას, პროფესორის რჩევით მეტყველების სპეციალისტთან სიარული დაიწყო. მისი ბიოგრაფი წერს, რომ ბრიუსს მეტყველების თერაპევტის მიერ შემამუშავებული სპეციალური ვარჯიშების დახმარებით პრობლემის დაძლევის თავისებური მეთოდები გააჩნდა.

თეატრში თამაშმა და მეტყველების თერაპიამ ბრიუსი თავისუფლად მოლაპარაკე წარმატებულ ადამიანად აქცია.


ცნობილ აუტისტთა გალერეას ძირითადად მწერლები, მხატვრები და მსახიობები წარმოადგენენ.
ვირჯინია ვულფი – მწერალი, რომელიც ნაწარმოებებს ფეხზე მდგარი წერდა.
ენდრიუ ჯექსონი – ამერიკის შეერთებული შტატების მეშვიდე პრეზიდენტი, მას სჯეროდა, დედამიწა ბრტყელი იყო.
დერილ ჰანნა – ბავშვობაში მსახიობი აუტიზმის ნიშნებით მიმდინარე დისლექსიით იტანჯებოდა.
ვუდი ალენი – აუტისტური სპექტრის მოშლილობას მისთვის ხელი არ შეუძლია ცნობილი მსახიობი და ბრწყინვალე კინორეჟისორი გამხდარიყო.
ბობ დილანი – მუსიკოსს აუტისტური ტენდენციები ახასიათებდა.
ამავე ნიშნებით ხასიათდება ცნობილი კომიკოსი და მსახიობი ენდი კაუფმანი.
ვინსენტ ვან გოგი – ექსცენტრული და გამორჩეული ნიჭის მქონე მხატვარი.
აუტიზმის აშკარა ნიშნები ახასიათებდა გენიალურ მიქელანჯელოს.
ენდი უორქოლი – ტალანტი მხატვარი.
ჰიკარი ოე – ცნობილი იაპონელი კომპოზიტორი.
დილან სკოტ პირსი – მხატვარი–ანიმატორი, რომელსაც მაღალფუნქციური აუტიზმის ნიშნები ახასიათებდა.
დონნა უილიამსი – ავსტრალიელი მწერალი, რომელსაც 20 წლის ასაკში დაუდგინდა აუტიზმი.

გალერეის განსაკუთრებული პერსონაჟები გახლავთ:
  • მოცარტი;
  • ბილ გეითსი;
  • ალბერტ აინშტაინი;
  • მარია კიური;
  • თომას ჯეფერსონი.

დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ VI ერთ–ერთი ძლიერი ამა სოფლისა გახლდათ, რომლისთვისაც ენის ბორძიკი აუტანელ და დაუძლეველ მდგომარეობად იქცა.

1925 წელს ერთ–ერთ გამოსვლისას მეფის პრობლემა მთელი ქვეყნისთვის საჯარო გახდა – უემბლის სტადიონზე შეკრებილ ათასობით თანამემამულის წინაში სიტყვის წარმოთქმისას მეფეს ძლიერ ებმოდა ენა, სიტყვებს შორის უდიდეს პაუზებს აკეთებდა და აზრის დაწყება ძლიერ უჭირდა. მის მიერ წარმოთქმული სიტყვების დიდი ნაწილი მსმენელთა უმრავლესობისთვის გაუგებარი რჩებოდა.

რამდენიმე წლის შემდეგ მეფემ პრობლემას ავსტრალიელი სპეციალისტის დახმარებით სძლია. სწორედ მეფისა და მისი მეტყველების თერაპევტის საკმაოდ საინტერესო ისტორიაა ასახული რეჟისორ ტომ ჰუპერის ფილმში: „მეფის სიტყვა“, რომელიც მან დევიდ სეიდლერის სცენარის მიხედვით გადაიღო.

ფილმი თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს იმისას, თუ როგორ შეიძლება კვალიფიციური რჩევების დახმარებით, დიდი გულმოდგინების, ნებისყოფისა და გამრჯეობის ხარჯზე ადამიანმა ყველაზე მწვავე პრობლემასაც კი მოუგრიხოს კისერი.

მეფის სიტყვა

„მეფის სიტყვა“ ტომ ჰუპერის 11 ოსკაროსანი ფილმია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ VI-ისა და მისი ავსტრალიელი მეტყველების თერაპევტის ურთიერთობას ასახავს.

„რაც თავი მახსოვს, ენა სულ მებმის“ _ ხშირად უთქვამს მეფეს ახლობლებისთვის. ამ პრობლემის გამო ჯორჯისთვის საჯარო გამოსვლები სიკვდილის ტოლფასი იყო, რადგან ისინი დიდ სირცხვილთან ასოცირდებოდა.

სპეციალისტის დახმარებით მან იმ დონეზე შეძლო საკუთარი მეტყველების მართვა, რომ მისი პრობლემა მსმენელისთვის თვალშისაცემი აღარ იყო.

ეს უკვე „გამოჯანმრთელებული“ მეფის სიტყვაა.

დაუსვით კითხვა ექიმს