ფაქტები

  • მაჩვენე, როგორ წერ! – გეტყვი, ვინ ხარ შენ!

    აუტიზმი სულაც არ არის გონებრივი ჩამორჩენილობა ან არასრულფასოვნება. აუტისტს შესაძლოა გაცილებით მაღალი ინტელექტი ჰქონდეს, ვიდრე საშუალოსტატისტიკურ ინდივიდს. ადამიანები, რომელთაც აუტიზმი აქვთ, არცთუ იშვიათად ამა თუ იმ სფეროში განსაკუთრებულ უნარებს ავლენენ. ყველაზე ხშირად ეს მათ ფენომენურ მეხსიერებას უკავშირდება.
    ცნობილ მეცნიერებსა და ხელოვნების მოღვაწეს, მათ შორის - ჩარლზ დარვინს, ბლეზ პასკალს, ალბერტ აინშტაინს, ჰანს ქრისტიან ანდერსენს, ამა თუ იმ ფორმის ფსიქოემოციური აშლილობა ჰქონდა. მათ საქციელს აშკარად ეტყობოდა აუტიზმის ნიშნები. თუმცა ამას მათ გონებრივ შესაძლებლობებზე არ უმოქმედია.
    აუტისტები ბავშვობიდანვე გამოირჩევიან განსაკუთრებული მგრძნობიარობით, რაც მათ დიდ დისკომფორტს უქმნის, ამიტომ ისინი გაურბიან საზოგადოებას - სხვა ადამიანებთან ურთიერთობა მათთვის მიუღებელია აშკარა გარეგანი გამღიზიანებლების გამო. ბგერები, ხმაური და სუნი მათში გარე სამყაროსგან იზოლირების სურვილს ბადებს. ინტელექტუალური ცოდნის პირობებშიც კი ისინი საკმაოდ უმწეო და დაუცველნი არიან.
    ცნობილია ადამიანი, რომელმაც მიაღწია უდიდეს პროფესიულ წარმატებას, იცოდა 9 უცხო ენა, მაგრამ ვერ ისწავლა მობილური ტელეფონით სარგებლობა, ამასთან, მუდმივად ტანჯავდა სუნი, რომელსაც მის გარდა ვერავინ გრძნობდა.
    გენიოსი აუტისტის ტიპური მაგალითია 57 წლის კიმ პიკი, ბარი ლევინსონის ცნობილი ფილმის "წვიმის კაცის" პროტოტიპი. მას დამოუკიდებლად არ შეეძლო ელემენტარული საყოფაცხოვრებო ქმედებების შესრულება - ჩაცმა, სინათლის ანთება ან ჩაქრობა, სამაგიეროდ, 15 სხვადასხვა სფეროში, მათ შორის - ისტორიაში, გეოგრაფიაში, ლიტერატურაში, მუსიკაში, მათემატიკაში, სპორტში, განსაცვიფრებელ ცოდნას ფლობდა.

    ზოგჯერ შეუძლებელია ზუსტი პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ენის დაბმა კონკრეტულ ადამიანში, რადგანაც პრობლემის ბუნება ბოლომდე შესწავლილი არ არის.
    არსებობს პათოლოგიის მრავალი ფორმა, რომელთაც აბსოლუტურად განსხვავებული მიზეზები გააჩნიათ.
    უპრიანია ვთქვათ, რომ იგი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით გამოწვეული პათოლოგიაა, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანია: მემკვიდრეობა, სოციალური გარემო, სტრესი, შიში, ფსიქიური ტრავმა, ნერვული სისტემის დაავადებები.

  • ლაპარაკის სწავლა კიდურების ალერსით შეიძლება!

  • დაავადებულია – სიტყვით!

  • მეც მინდა ლაპარაკი!

დაუსვით კითხვა ექიმს