ბლოგი

საქმიანი შეხვედრა – ფარული ფსიქოლოგიური პროგრამების გამოცდის დროა!

ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკება სასურველი სცენარით განვითარდება, თუ გეცოდინებათ, როგორ მართოთ ხმის ტემბრი.

პროგრამა 1
შეხვედრისას ისაუბრეთ ბუნებრივზე შედარებით დაბალი ტემბრით. თუ ბიზნესით სერიოზულად დაკავდით, ბიზნეს–პროგრამების ცოდნის პარალელურად აუცილებელიადაეუფლოთ ხმის დადაბლების და ამავდროულად, სიტყვის სიმტკიცის შენარჩუნების უნარს.
ისაუბრეთ ნელა და მტკიცედ. თუ ამჩნევთ, მოსაუბრემაც დაუწია ხმას – პირველი გამარჯვება მიღწეულია! ხმის დაწევით ოპონენტში თქვენი პოზიციის მისაღებად ფსიქოლოგიურიმზაობა გამოიხატა.

 

პროგრამა 2
პირველი წარმატება რამდენიმე საკონტროლო მოძრაობით უნდა განამტკიცოთ.
საუბრის დასასრულს ეცადეთ წამოდგომას და წამის შემდგომ კვლავ დაჯექით, თუ თქვენ მსგავსად მოსაუბრეც შეეცდება წამოდგომას – იგი თქვენია და მომავალში არგაგიჭირდებათ სასურველი მითითებანი შეასრულებინოთ, ამასთან ისე, თავი დამცირებულად და დამარცხებულად არ იგრძნოს.

პროგრამა 3
თუ მოსაუბრე თქვენზე გაცილებით გამოცდილია და საკუთარი მრავალჯერ წარმატებით ნაცადი პროგრამის გამოყენება დაიწყო, უნდა დაცვის რეაქცენტუაციის ილეთი „ჩაუტაროთ“.ყველაზე მწვავე საკითხის განხილვის დროს ყურადღება გადაიტანეთ რაიმე გარეშეზე, აიღეთ რაიმე საგანი, საწერი კალამი, სათვალე და მასზე კონცენტრირდით. მოწინააღმდეგესადვილი წარმატებისა და მოსალოდნელი გამარჯვების ხიბლი მყისიერად გაუქრება.

არსებობს 3 სახმო რეჟიმი, რომელთა დახმარებითაც, შესაძლებელია გარშემომყოფებზე ხმის საშუალებით გავლენის მოხდენა, მათ უახლოეს მომავალში გაგაცნობთ!


აღზარდეთ ორატორი!

ორატორებად იბადებიან! – გაიფიქრეთ უკვე? მართალია, მაგრამ ორატორულ ხელოვნებას ისევე შეიძლება დაეუფლოთ, როგორც ნებისმიერ საქმეს.

შევეცდებით, ამაში დაგეხმაროთ.

1. ისწავლეთ ყოველდღე ახალი, შედარებით რთული სიტყვა და კარგად განმარტეთ მისი შინაარსი, აზრი და დანიშნულება.
ქართული ენა მდიდარია ლამაზი გამოთქმებითა და მრავლისმთქმელი სიტყვებით, აქცენტი სწორედ ასეთებზე გააკეთეთ. ახალი სიტყვის კარგად გასააზრებლად დადასამახსოვრებლად ნახეთ მასთან დაკავშირებული გამოსახულება. ეს განსაკუთრებით ეხება სპეციალურ ტერმინებს.

 

2. მეტყველების ემოციური გაფერადება – წარმატების ერთ–ერთი ფაქტორია.
საუბრისას ისწავლეთ ინტონაციათა ცვლა, ხმის გამოყოფა ტემბრის დახმარებით და ძირითად აზრებს შორის პაუზები. დასაშვებია ხელით პოზიტიური, მოხდენილი და ლამაზიჟესტები, რითაც ორატორს იმახსოვრებენ და აფასებენ.

3. ორატორობა სულაც არ არის ძნელი
რატომ გვეშინია საჯარო გამოსვლების? დაქვეითებულია თვითშეფასება და იმიტომ! განსაკუთრებით დიდია ოპონენტების რეაქციისადმი შიში. პრობლემის დასაძლევად დაწერეთგამოსვლის ტექსტი, დაამუშავეთ სარკის წინ და აჩვენეთ ახლობელ ადამიანებს. საუკეთესო საშუალებაა შიშის დასაძლევად მეგობართა წრეში სუფრაზე გამოსვლა ლამაზი დამოხდენილი სადღეგრძელოებით. დააკვირდით მეგობართა რეაქციას და ამის მიხედვით დახვეწეთ დეტალები.

4. მნიშვნელოვანია ხმის ინტონაცია
ისწავლეთ ერთი და იმავე ლექსი ან მოთხრობა, წაიკითხეთ სხვადასხვა ხმით – საქმიანი, გასართობი, ალერსიანი, მკაცრი... და თავად დარწმუნდებით, როგორ შეუძლია ხმის ტემბრსშეცვალოს მსმენელთა დამოკიდებულება წაკითხულისადმი ინტონაციის მიხედვით. ეს ორატორული ხელოვნების დაუფლების შესანიშნავია იარაღია.

5. გაანალიზეთ!
ჩაწერეთ ხმა დიქტოფონზე და გაანალიზეთ. პირველი ასეთი რექცია იქნება: „საშინელებაა, რა საშინელებაა!“. დამშვიდდით, ჩანაწერში მოძებნეთ სამი მომენტი, რომელიც მოგწონთ,აუცილებლად იპოვნით. შემდეგ კვლავ მოუსმინეთ ჩანაწერს და ჩამოწერეთ რისი შეცვლა გსურთ. სწორი, ემოციებს მოკლებული ანალიზი ყველა შეცდომის გამოსწორებისსაშუალებას მოგცემთ. მოუსმინეთ ცნობილ ორატორებს და დაადგინეთ რატომ მოგწონთ მათი გამოსვლები, აუცილებლად მოძებნეთ ბრწყინვალე ელემენტები, რაც მათ გამოსვლებსორატორული ხელოვნების ნუმუშებად აქცევს.

6. სისტემური და ზომიერი
წარმატების მისაღწევად აუცილებელია ყოველდღიური, სისტემური და ზომიერი ვარჯიში. დემოსთენე მებორძიკე ადამიანი გახლდათ, რომელიც თავის წყვეტილსა და პაუზებიანმეტყველებას მხრების უნებლიე მოძრაობასაც აყოლებდა, რაც ბევრში სიცილს იწვევდა. თუმცა, გულმოდგინე და შეუპოვარი ვარჯიშის წყალობით, მან ანტიკური ხანის ორატორთაკოჰორტის სათავეში დგომა დაიმსახურა.

დაუსვით კითხვა ექიმს